2 მილიარდი ევრო ტრანსადრეატიკული გაზსადენისათვის

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ტრანსადრეატიკული გაზსადენისათვის შესაძლოა 2 მილიარდი ევრო გამოყოს, – ინფორმაციას აზებაიჯანული საინფორმაციო სააგენტო trend.az–ი წერს ბანკზე დაყრდნობით წერს.

ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრანსადრეატიკული გაზსადენი ევროკავშირის პრიორიტეტულ ენერგეტიკულ 33 პროექტს შორის არის შეტანილი.

როგორც ცნობილია, ტრანსადრეატიკული გაზსადენის მეშვეობით აზერნაიჯანული გაზის ევროპისათვის მიწოდება იგეგება. პროექტის თანახმად, გაზსადენი, რომლის სიგრძე 870 კილომეტრს მიაღწევს თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან TANAP–ის გაზსადენს მიუერთდება, საიდანაც საბერძნეთის, ალბანეთის და ადრეატიკის ზღვის გავლით იტალიამდე მიაღწევს.

გაზსადენის მშენებლობა სავარაუდოდ 2016 წელს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება. გაზსადენის თავდაპირველი სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. ვარაუდობენ რომ მოგვიანებით გაზსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. გაზსადენის აქციონერები არიან: BP – 20%, SOCAR–20% , Statoil – 20%, Fluxys – 19%, Enagás – 16%, Axpo – 5%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად