2 გარდაცვლილი და 15 დაშავებული- ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ თელეთთან

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 15 ადამიანი.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

უწყების ცნობით, მათვის უცნობია იყვნენ თუ არა დაშავებულები საქართველოს მოქალაქეები.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...