2 დოლარიან ლიმიტირებულ მონეტაზე, დედოფალ ელისაბედთან ერთად, ქართველი მხატვრის შესრულებული კოლხი მედეაა გამოსახული (ვიდეო)

2 დოლარიან ლიმიტირებულ მონეტაზე ქართველი მხატვრის შესრულებული კოლხი მედეაა გამოსახული. ინფორმაციას ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ვიდეოსაც თან ურთავს.
მონეტის ერთ მხარეს დედოფალი ელისაბედია გამოსახული, მეორე მხარეს კი კოლხი მედეა.

“მეგობრებო სოციალურ ქსელში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერთ სასიხარულო ფაქტს გამოვიდა ლიმიტირებული 2 დოლარიანი მონეტა რომელზეც კოლხი მედეაა გამოსახული და რომლის ავტორი ქართველი მხატვარი კახაბერ თოფჩიშვილია (ფსევდონიმი: გორელი) Kakhaber Topchishvili.

კახაბერი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი მხატვარია, მისი ნამუშევრების საყურადღებო კოლექცია ინახება ხელოვნების სასახლეში, მათ შორისაა კოლხი მედეას ერთ-ერთი ვარიაცია, რომელიც დღეს ჩვენი მუზეუმის ფერწერული ფონდის მშვენებაა, კახაბერის ექსკლუზიურ ინტერვიუს კვირას ჩემს რუბრიკაში “ამბები ხელოვნების სასახლიდან” მოისმენთ. ვამაყობ იმითაც რომ კახაბერი ჩემი მრავალტომეულის “ქართველები მსოფლიო ისტორიაში” მხატვარიცაა… მანამდე აქვე გიზიარებთ ლიმიტირებული მონეტის ოფიციალურ ვიდეოს.” – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები
იტვირთება...