2 დღიანი შეუჩერებელი მუშაობის შედეგად, მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

2 დღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად მაშველებმა ქვემო ჯოჭოში მოყოლილი ოჯახის არასრულწლოვანი წევრიც იპოვეს.

16 წლის მოზარდი პროზექტურაშია გადაყვანილი. მის გარდა მიწის მასის ქვეშ კიდევ 4 ადამიანი იყო მოყოლილი. ტერიტორიაზე გეოლოგებიც მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თედორაძეების ოჯახს განცხადება ჰქონდათ შეტანილი მერიაში, ადგილის საფრთხის შემცველობის შესახებ მცდარია, რადგან ზოგადად სოფელი მთლიანად ეროზიულია.

აჭარის მთავრობაშიც 2 დღეა ამბობენ, რომ მსგავსი განცხადება არქივში არ არის, თუმცა საკითხზე მოკვლევა მაინც ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად