2 დღეა ქუთაისს ბუნებრივი აირი შეფერხებით მიეწოდება

2 დღეა ქუთაისს ბუნებრივი აირი შეფერხებით მიეწოდება. რის გამოც ერთი დღით სწავლის პროცესი შეწყდა ქალაქის სკოლებისა და ბაგა-ბაღების დიდ ნაწილში. ქუთაისის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაწღაურდება.

ასევე ისვენებს ქალაქში არსებული 17 ბაგა-ბაღი. როგორც ქუთაისის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველმა დავით წიტაიშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ მშობლებს გამოუვალი სიტუაცია აქვთ, ბავშვის დატოვება შეეძლებათ და ოთახს ელექტრო გამათბობლებით გაათბობენ.

შეგახსენებს ქუთაისის დიდ ნაწილს 2 დღეა გაზი არ მიეწოდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად