2 დაღუპული და 7 დაკარგული – ავსტრალიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ტყის ხანძრების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ მიკრობლოგ Twitter- ზე ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახური იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, შტატში ტყის ხანძრის 81 კერა დაფიქსირდა, მათგან 43-ის ლოკალიზაცია ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარმა მინიმუმ 100 სახლი, ასევე არაერთი სამრეწველო და საოფისე შენობა გაანადგურა.

SkyNews- ის ცნობით, ხანძრის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაიღუპა დაახლოებით 350 კოალა.

ტელეარხ 9News-ის ეთერში ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება  ხანძრის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს დაეხმარება. მან ასევე განაცხადა, რომ აპირებს პირადად ეწვიოს ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს.

ოქტომბრის დასაწყისში ამერიკის შტატ კალიფორნიაში ტყის ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნიის ხელისუფლება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად