2 დაღუპული და 3 დაშავებული – სროლა ალაბამას შტატში

ამერიკის შტატ ალაბამაში, სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა New York Post-ი ავრცელებს.

ექიმების შეფასებით, ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა  მძიმეა, მესამეს სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელის დაკავების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ალაბამის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა კვინტონ როსმა თქვა, რომ სროლა არა კამპუსში, არამედ მიმდებარე შენობებთან ახლოს მოხდა.

მისი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პოლიციასთან მუშაობს, რომ მომხდარის ყველა დეტალი დაადგინოს.

აგვისტოს დასაწყისიდან, შეერთებულ შტატებში სროლის სამი ინციდენტი მოხდა. 4 აგვისტოს ღამით, კონორ ბეტსმა ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი ოჰაიოს შტატში, ერთ – ერთ ბარში გახსნა. თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ლიკვიდაცია განახორციელეს.

მორიგი ორი შემთხვევა ჩიკაგოში, ილინოისისა და ტეხასის შტატის ქალაქ ელ – პასოში მოხდა. პირველი თავდასხმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა, ხოლო მეორე ინციდენტს 22 ადამიანი ემსხვეპლა, დაშავდა ათობით ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...