2 დაღუპული და 10 დაშავებული- სროლა ტეხასის შტატში

ტეხასის შტატის ქალაქ გრინვილში A&M-ის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

მასობრივი სროლის შესახებ ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელმა დაადასტურა.

Dallas News- ის ცნობით, სროლა უნივერსიტეტის კამპუსის სამხრეთ-დასავლეთით, 24 კილომეტრში მოხდა.  ინციდენტის შედეგად, მინიმუმ ათი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ასევე ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც Channel 8-ის კორესპონდენტმა ჯეისონ უაიტლიმ Twitter- ზე დაწერა, თავდამსხმელმა დანაშაულის ადგილიდან გაქცევა შეძლო. მოგვიანებით, შერიფის მოადგილემ განმარტა, რომ მომხდარ ინციდენტს მასობრივ სროლას არ უკავშირებს.

თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. თვითმხილველების ცნობით, ის ნახევრად ავტომატური იარაღით იყო შეიარაღებული. სროლის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

პოლიციამ აღნიშნა, რომ ინციდენტი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე არ მომხდარა. მოგვიანებით, უნივერსიტეტის წარმომადგენელმა დასძინა, რომ დაწესებულებაში კურსდამთავრებულთა შეკრება არ ყოფილა. მედიის ცნობით, ადგილზე სტუდენტური ღონისძიება ტარდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად