2,52% – უკრაინის არჩევნებზე სააკაშვილის პარტიის მაჟორიტარ კანდიდატთა შორის საუკეთესო შედეგი

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია გუშინ უკრაინაში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ბიულეტენების 76,34%-ის დათვლის შემდეგ არსებულ შედეგებს აქვეყნებს.

საარჩევნო კანონით დადგენილი 5%-იანი ბარიერი გადალახეს და რადაში შედიან შემდეგი პარტიები:

1. ვოლოდიმირ ზელენსკის “ხალხის მსახური” – 42,77%
2. პრორუსული “ოპოზიციური პლატფორმა” – 12,99%
3. პეტრო პოროშენკოს “ევროპული სოლიდარობა” – 8,35%
4. იულია ტიმოშენკოს “ბატკივშინა” – 8,09%
5. როკვარსკვლავ სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია “ხმა” – 6,12%

საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიები სულ 22 პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა წარდგენილი. ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიათა შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს “ოლეგ ლიაშკოს რადიკალურ პარტიას” – მე-6 ადგილი, 3,84%.

88 კაციანი პარტიული სია, სათავეში საქართველოს ექს-პრეზიდენტით და ოდესის ყოფილი გუბერნატორით და 2010-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილით დავით საყვარელიძით, ჰქონდა წარდგენილი მიხეილ სააკაშვილის პარტიას “ახალი ძალების მოძრაობა”. ხმების 76,34%-ის დათვლის შემდეგ პარტიას 0,47%-ით მე-16 ადგილი უკავია.

მიხეილ სააკაშვილის პარტიას 9 მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავდა. მათ მიერ ნაჩვენები შედეგები ასეთია:

კიივის (კიევის) N94 ოლქი
მიკოლა ნედილკო – 0,86%

მიკოლაივის (ნიკოლაევის) N127 ოლქი
ანდრი ბერსანი – 1,25%

მიკოლაივის N128 ოლქი
კოსტიანტინ კრუპენკო – 1,44%

მიკოლაივის N127 ოლქი
სერგი პლიაკა – 0,39%

მიკოლაივის N127 ოლქი
ვოლოდომირ კრასოხა – 1.92%

პოლტავის N128 ოლქი
ვოლოდიმირ ივანოვი – 0,52%

ტერნოპილის N163 ოლქი
პეტრო სოლონინკო – 0,77%

ტერნოპილის N167 ოლქი
პეტრო სანდულიაკი – 1,08%

ხარკივის (ხარკოვის) N171 ოლქი
ოლეკსი ანდრეევი – 2,53%

მაჟორიტარებად სულ 3 084 კაცი იყრიდა კენჭს. აქედან პარტიების მიერ წარდგენილი იყო 1404 კაცი, ხოლო 1680-ს თავის თავი ჰქონდა შეთავაზებული ამომრჩევლებისთვის.
მათ შესახებ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე განთავსებული მოკლე ბიოგრაფიული ცნობებიდან ჩანს, რომ 7 მათგანი სააკაშვილის პარტიის წევრია. პარტიის წევრი, მაგრამ არჩევნებზე არაპარტიის სახელით მონაწილე ამ შვიდ კანდიდატის მიერ ასეთი შედეგებია ნაჩვენები:

დნიპროპეტროვის N38 ოლქი
ანატოლი გაივორონსკი – 6,02% (მე-3 ადგილი)

კიროვოგრადის N99 ოლქი
სერგი ნესტეროვი – 0,88%

პოლტავის N147 ოლქი
ვიქტორ გალიჩი – 1,56%

სუმის N162 ოლქი
ივან ლოზოვი – 15,05% (მე-2 ადგილი)

კიივის N211 ოლქი
ვლადისლავ ჯულაი – 1,60%

კიივის N215 ოლქი
ოლექსანდრ კონსტანტინოვი – 0,83%

კიივის N219 ოლქი
ვიაჩესლავ ნალივაიკო – 2,44%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად