2, 3, 4, თვის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ჩატარდება ჰექსავალენტური ვაქცინით

პროფილაქტიკური აცრების ახალი ეროვნული კალენდრის შესაბამისად, 2, 3, 4, თვის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ჩატარდება ჰექსავალენტური ვაქცინით, რომელიც აღნიშნულ ასაკში ჩაანაცვლებს ადრე გამოყენებულ ორ ვაქცინას – პენტავალენტურ და პოლიომილიტის ორალურ ვაქცინებს.

ჰექსავალენტური ვაქცინის მწარმოებელი კომპანიაა სანოფი პასტერი. მწარმოებელი ქვეყანა – საფრანგეთი. პრეკვალიფირებულია ჯანდაცვის მოფლიო ორგანიზაციის მიერ 2014 წელს. 1 დეკემბრამდე აღნიშნული ვაქცინა მხოლოდ კომერციულ ქსელში, ე.წ "ფასიანი ვაქცინის" სახით იყიდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად