1998 კოვიდინფიცირებული 24 საათში – იაპონიამ 5 დღის განმავლობაში 4-ჯერ დაამყარა ანტირეკორდი

იაპონიის ჯანმრთელობის დაცვის, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო განვლილი 24 საათის კრონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში იაპონიაში ინფიცირების 1998 შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინდელზე 1 145-ით და გუშინწინდელ რეკორდულ რაოდენობაზე 534-ით მეტი.

იაპონიში, 30 ივლისიდან განვლილ 5 დღეში 4-ჯერ დამყარდა ანტირეკორდი, ხოლო 24 ივლისიდან დღემდე, 11 დღეში – 6-ჯერ.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, იაპონიაში ინფიცირების 38 687 შემთხვევა დაფიქსირდა.

იაპონიაში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 1 კაცი გარდაიცვალა. სულ, კორონავირუსი გარდაცვლილთა რაოდენობა 1 012-ის ტოლია.

იაპონიაში, ივლისში, ინფიცირებულთა რაოდენობა 18593-დან 34372-მდე, 15779-ით ანუ 85%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა 972-დან 1006-მდე, 34-ით ანუ 3,5%-ით გაიზარდა.

იაპონიაში, ივლისში, დღეში, საშუალოდ, 509 ინფიცირება და 1,1 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს სამი დღის საშუალო კი 1438 ინფიცირება და 2 გარდაცვალებაა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად