191 ინფიცირებული 24 საათში – აზერბაიჯანმა გუშინ დამყარებული ანტირეკორდი მოხსნა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ასეთი დიდი რაოდენობა აზერბაიჯანში პირველად დაფიქსირდა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 4 759 შემთხვევა – 472 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 56 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,18%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 5,56

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 125 კაცი გამოჯანმრთელდა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 3 022კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 63,50%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 1 681 კაცი, მათგან 53 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 62-ის კი საშუალო სიმძიმის.

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 284 669 ტესტი, 28 260 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად