გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს

მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო

19 წლის ფეხბურთელი გუშინ დაკრძალეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს. “აიპრესი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკვაშრდა, თუმცა ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ადვოკატი მუხრან ღურწკაია საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ დაკავებულია 17 პირი.

მისი თქმით, დაკავებულთა შორის მისი დაცვის ქვეშ მყოფები არ არიან.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამ საქმის მოწმეები არიან, ისხდნენ ერთ-ერთ ავტომობილში. ისინი არ დაუკავებიათ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ სხვა პირები, 17 პირი დააკავეს ძალადობაზე“, – აცხადებს ადვოკატი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად