A1 ბანერი

19 წლის გოგო ხულოდან: ბავშვობიდან მინდოდა თავსაფრის ტარება, ერთი წელია ავისრულე სურვილი

19 წლის გოგო ხულოდან, რომელიც თავსაფარს ერთი წელია ატარებს, “აიპრესთან” ყვება, რომ რელიგიისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე ჩაენერგა და თავზე დაფარებაც ბავშვობიდან სურდა. იგი საზოგადოების დამოკიდებულებაზე საუბრარისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ იყო ბევრი კრიტიკაც და ქებაც, რთული დღეებიც, თუმცა ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან რელიგიისადმი სიყვარულმა და პატივისცემამ ყველა პრობლრმა მარტივად გადაალახვინა.

სოფო აბაშიძე ახლა თურქეთში თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, აღნიშნული ფაკულტეტიც სწორედ რელიგიის გამო აირჩია, ამბობს, რომ “რელიგიები ერთმანეთისგან ტრადიციებით, შინაარსით, სიძველითა და ფილოსოსოფიური სიღრმეებით განსხვავდება, მეც ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი რელიგიური საკითხებით, ზუსტად ეს გახდა მიზეზი თუ რატომ ავირჩიე თეოლოგია..”

“დავიბადე და გავიზარდე ხულოს რაიონ სოფელ ოქრუაშვილებში, სადაც მცხოვრებთა უმრავლესობა მუსლიმია, მეც ერთ-ერთ მუსლიმ ოჯახში გავიზარდე. ოჯახშივე პატარა ასაკიდან ვისწავლე ისლამის მნიშვნელობა და საფუძვლები, ზუტად აქედან ჩამენერგა რელიგიისადმი სიყვარული, აქედან გამომდინარე ყოველვის მინდოდა თავსაფრის ტარება, მართალია სწავლის პერიოდში თავზე არ ვიფარებდი.

თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 1 წლის წინ, დავიწყე თავსაფრის ტარება, გადაწყვეტილება არავის დაძალებითა და ჩარევით არ მიმიღია.

ვსწავლობ თურქეთის ქალაქ ისტანბოლის ერთ-ერთ უნივერსიტეტში (Marmara university) თეოლოგიის ფაკულტეტზე… მსოფლიოში 200-ზე მეტი რელიგია ცნობილი, მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი რამ კი განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისგან ტრადიციებით, შინაარსით, სიძველითა და ფილოსოსოფიური სიღრმეებით განსხვავდება, მეც ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი რელიგიური საკითხებით, ზუსტად ეს გახდა მიზეზი თუ რატომ ავირჩიე თეოლოგია..” განაცხადა “აიპრესთან” სოფო აბაშიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...