19 ოქტომბერს ირანს ეკონომიკური სანქციები მოეხსნება

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმება, რომელსაც 14 ივნისს ვენაში მოეწერა ხელი, ძალაში შევიდა, – იუწყება ТАСС–ი. 

ე.წ. ექვსეულის (გაეროს უშიშროების საბჭოს 5 წევრი და გერმანია) მიერ შეთანხმებული დოკუმენტის რეალიზაცია ხელმოწერიდან 90 დღის შემდეგ უნდა დაწყებულიყო, შესაბამისად, 18 ოქტომბრიდან დოკუმენტი უკვე ძალაში შესულად ითვლება.

"შეთანხების ყველა მხარე იწყებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ეს ეხება როგორც ირანისა და საერთაშორისო ატომური სააგენტოს ურთიერთობებს, ასევე იმ სანქციებს რომელიც ევროკავშირმა და აშშ–მ ირანს დაუწესა", – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

19 ოქტომბერს ვენაში "ექვსეულის"კომისიის პირველი სხდომა გაიმართება, სადაც 14 ივნისის შეთანხმებაში გაწერილი პუნქტების აღსრულებასა და კონტროლზე იმსჯელებენ.

როგორც ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ვიცეპრეზიტენტმა, ალი აკბა სალეხმა განაცხადა, 19 ოქტომბერს ევროკავშირსა და ირანს შორის იგეგმება ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის რატიფიცირება. "რის შემდეგაც ევროკავშირი ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ ირანს ეკონომიკური სანქციები მოუხსნა", – განაცხადა სალეჰმა.

სალეჰის თქმით, 19 ოქტომბეს მოიხსნება ამერიკული სანქციების ერთი ნაწილი, ნაწილი სანქციები ე.წ გამოსაცდელი დროით შეჩერდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად