19 მაისს, მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება

19 მაისს, მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება: მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში.

მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

მერობისთვის მარნეულში 15 კანდიდატი, ზესტაფონში – 16, ჭიათურაში – 13 ზუგდიდის მერობისთვის 16, ხულოში -14 კანდიდატი იბრძვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...