19 ივნისს, უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა გაიმართება

შაბათს, 19 ივნისს უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებს.

„განსაკუთრებით, საუბარი შეეხება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის 10-წლიან სამოქმედო გეგმას, რომელზეც მუშაობს, მუშაობენ მინისტრთა კაბინეტის წევრები და შესაბამისი ექსპერტები. გვექნება სამსჯელო და სადისკუსიო ამ კონკრეტულ გეგმაზე.

გვჭირდება ერთი დიდი სამუშაო დღე, სადაც ვილაპარაკებთ, ვიმსჯელებთ, პრემიერ ღარიბაშვილის პარლამენტში მოსვლამდე მრავალი საკითხია გასავლელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...