19 ივლისიდან, ბანაკის ტიპის შეკრებები იკრძალება, კონფერენციებზე, სპორტულ ტურნირებზე რეგულაციები წესდება

19 ივლისიდან, ტრენინგებზე, კონფერენციებზე, სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები.

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

ცვლილებების თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებზე, სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება დასაშვები.

გარდა ამისა, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

ასევე, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

ცვლილებები,  რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 19 ივლისიდან ამოქმედდება.

კომენტარები
იტვირთება...