19 გარდაცვლილი და 517 ინფიცირებული – სომხეთი მორიგ ანტირეკორდებს ამყარებს

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსი 517 კაცს დაუდგინდა, 307-ით მეტს, ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ასეთი დიდი რაოდენობა სომხეთში პირველად დაფიქსირდა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, სომხეთში 10 009 კაცს დაუდგინდა ინფიცირება.

კორონავირუსის გავრცელების სიხშირიანობა სომხეთში შეადგენს 3 382 კაცს ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

ამ მაჩვენებლით სომხეთი ევროპაში შვედეთი და შვეიცარიის მომდევნო მეცხრე ადგილს იკავებს.

განვლილ 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 19 კაცი გარდაიცვალა, 11-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

კორონავირუსით გარდაცვლილთა ასეთი დიდი რაოდენობა სომხეთში პირველად დაფიქსირდა.

სულ, დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 158 კაცი.

სომხეთი ცალკე აღრიცხავს და კორონავირუსით გარდაცვლილებად არ თვლის იმ 56 პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ დადგენილი, მაგრამ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალნენ.

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,58%-ია, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა კი 53,4-ს.

სომხეთში, დღეს, მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა სიხშირიანობის მსოფლიო საშუალოზე 4,9-ით უფრო დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გარდაცვლილთა იხშირიანობით სომხეთი ევროპაში  მე-20 ადგილზე გადავიდა

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 25 კაცი განიკურნა კორონავირუსისგან. სულ განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 3 427 კაცს, რაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 34,24%-ია.

ამჟამად სომხეთში კორონავირუსისგან განსაკურნ პირთა რაოდენობა არის 6368

სომხეთში 59 917 კაცს ჩაუტარდა ტესტირება, 20 246 კაცს ყოველი მილიონიდან.

შეგახსენებთ:

30 მაისს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა პაშინიანმა საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების წინადადებაზე, მათ შორის, იმ პაციენტების მკურნალობაში, რომლებსაც COVID-19 დაუდგინდათ, კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ “სომხეთი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ იმედი აქვს, რომ ამის აუცილებლობა არ წარმოიშვება”

გუშინ, ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ. მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში, მან იმედი გამოთქვა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ 24 ივნისის აღლუმს და ყველა საზეიმო ღონისძიებას დაესწრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად