19 დაღუპული და 21 დაშავებული – აფეთქება კაიროში

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ონკოლოგიურ ინსტიტუტთან მომხდარი აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მიკრობლოგ “ტვიტერზე” ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უწყებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქების შედეგად ინსტიტუტის შიდა შენობა დაზიანდა.  შენობიდან ყველა პაციენტი გამოიყვანეს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინციდენტის მიზეზი -ჟანგბადის ცილინდრი იყო.

მოგვიანებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინსტიტუტის ტერიტორიის მიმდებარედ რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...