19-20 ნოემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საავტომობილო მოძრაობა იკრძალება 19 ნოემბრიდან 20 ნოემბრის 20:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე.

ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება: შოთა რუსთაველის გამზირის და ანტონ ფურცელაძის ქუჩების კვეთაზე, ასევე, ანტონ ფურცელაძის და ლადო გუდიაშვილის ქუჩების კვეთაზე და ლადო გუდიაშვილის და არჩილ ჯორჯაძის ქუჩების კვეთაზე.

სატრანსპორტო მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება", – ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...