182 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ინფიცირებულთა ასეთი მცირე რაოდენობა სომხეთში ბოლოს 14 მაისს იყო

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

სომხეთში, განვლილ 24 საათში 182 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 495-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 32 151 კაცი დაინფიცირდა.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 10864-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია ევროპაში პირველია, ხოლო მსოფლიოში მე-6.

კოვიდინფიცირებით განვლილ 24 საათში 8 კაცი გარდაიცვალა, 2-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში და სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 573-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი სომხეთში 1,78%-ია, ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 194.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 183 პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 19 865 კაცი – 61,78%, ხოლო 11530 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 135 687 ტესტირება ჩატარდა – 45 848 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

სომხეთში ბოლო კვირის განმავლობაში 82 კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით, 30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით კი გარდაცვლილთა რაოდენობა 58 იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად