182 გარდაცვლილი 24 საათში – რუსეთი ახალ ანტირეკორდს ამყარებს

რუსეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ოპერატიული შტაბი განვლილი 24 საათის სტატისტიკას აქვეყნებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 863 შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღესთან შედარებით 172-ით მეტი.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 423 741 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირების სიხშირიანობა რუსეთში ტოლია 2 888-ის.

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 182 კაცი გარდაიცვალა, 20-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

კორონავირუსით გარდაცლილთა ასეთი დიდი რაოდენობა რუსეთში პირველად დაფიქსირდა

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია 5 037 კაცის კორონავირუსით გარდაცვალება.

რუსეთში, კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,19%-ია, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების სიხშირიანობა 34,3

კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა არის 186985, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 44,13%-ია.

ჩატარებული ტესტების რაოდენობა შეადგენს 11 151 622-ს ანუ 75 933-ს ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად