18 წლის მომღერალმა, ბილი აილიშმა “გრემის” ხუთი ჯილდო მიიღო

18 წლის მომღერალმა, ბილი აილიშმა “გრემის” ხუთი ჯილდო მიიღო, მათ შორის წლის სიმღერისთვის, წლის ჩანაწერისთვის (Bad guy), წლის ალბომისთვის, საუკეთესო პოპ-ალბომისთვის (When We All Fall Asleep, Where Do We Go?) და საუკეთესო დამწყები შემსრულებლისთვის.

გარდა ამისა, ბილი აილიში “გრემის” ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა, რითაც რეკორდი მოხსნა, რომელიც 2010 წელს ტეილორ სვიფმა დაამყარა.

იმავე ცერემონიაზე აილიშის ძმა, ფინეას ო’კონელი მისი დის ალბომზე მუშაობისთვის წლის პროდიუსერად აღიარეს.

საუკეთესო სოლო პოპ-შემსრულებლად Lizzo აღიარეს, კომპოზიციით “Truth Hurts”.

საუკეთესო როკ-კომპოზიცია გერი კლარკ უმცროსის “This Land” გახდა.

“საუკეთესო ვიდეო” გახდა ამერიკელი რეპერის, Lil Nas X- ისა და ქანთრის შემსრულებლის, რეია ბილი საირუსის კლიპი, სიმღერისთვის “Old Town Road”.

საუკეთესო რეპ კომპოზიცია “A Lot” გახდა, რომელიც 21 Savage-მ და J. Cole-მა ჩაწერეს.

კომპოზიცია “I’ll newer live again”, რომელიც ფილმისთვის “A Star Is Born” ჩაიწერა, საუკეთესო საუნდტრეკად აღიარეს.

“გრემის” დაჯილდოების 62-ე ცერემონია 26 იანვარს, ლოს ანჯელესში გაიმართა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად