18 წლამდელმა ქართველმა მორაგბეებმა ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

პოლონეთის ქალაქ გდანსკში18 წლამდელ შვიდკაცა ნაკრებ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ჩემპიონატის მონაწილე 12 ნაკრები გუნდები სამ ჯგუფად არიან გადანაწილებული და პლეიოფიდან ჩემპიონობისთვის ბრზოლის გასაგრძელებლად იბრძვიან. საქართველოსთან ერთად ჯგუფში ირლანდიის, რუსეთის და ლუქსემბურგის გუნდები ასპარეზობენ.

პირველი შეხვედრაში საქართველოს რუსეთს შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე – 27:12 ჰქონდა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

ბექა შვანგირაძე (აია), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ლევან მგალობლიშვილი (ნიუ იორკის რაგბის აკადემია, აშშ), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), ლუკა მატკავა (არმაზი, კაპ.), დავით ნინიაშვილი (ხვამლი), თემურ კოხოძე (აია), ზურაბ მინდიაშვილი (აკადემია), ირაკლი ბებია (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი).
მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

ამ ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში ირლანიამ ლუქსემბურგს სძლია – 43:0.

მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან დღეს 16 საათსა და 51 წუთზე გამართავს, ხოლო ჯგუფური ტურნირი დასკვნითი შეხვედრა ირლანდიასთან 19 საათსა და 14 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...