18 წლამდელმა ქართველმა მორაგბეებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გაიმარჯვეს

პოლონეთის ქალაქ გდანსკში18 წლამდელ შვიდკაცა ნაკრებ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

ჩემპიონატის მონაწილე 12 ნაკრები გუნდები სამ ჯგუფად იყო გადანაწილებული და პლეიოფიდან ჩემპიონობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად იბრძვიან. საქართველოსთან ერთად ჯგუფში ირლანდიის, რუსეთის და ლუქსემბურგის გუნდები ასპარეზობდნენ.

პირველი შეხვედრაში საქართველოს რუსეთს შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე – 27:12 ჰქონდა

მეორე შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრებს 29:10 მოუგო.

ჯგუფის ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრებს და ტურნირის ერთ-ერთ ფავირტის, ირლანდიის ნაკრებს შორის ქართველ მორაგბეთა კიდევ უფრო დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა 31:7

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო, პირველი ადგილი დაიკავა და პლეიოფში, ნახევარფინალში გასასვლელ მატჩში, ორ საუკეთესო მესამე ადგილოსანთაგან ერთ-ერთს შეხვდება. მეტოქის ვინაობა ოდნავ მოგვიანებით, პოლონეთის და რუმინეთის გუნდების შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება.

საქართველოს ნაკრების ასეთი შემადგენლობით ასპარეზობს:

ბექა შვანგირაძე (აია), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ლევან მგალობლიშვილი (ნიუ იორკის რაგბის აკადემია, აშშ), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), ლუკა მატკავა (არმაზი, კაპ.), დავით ნინიაშვილი (ხვამლი), თემურ კოხოძე (აია), ზურაბ მინდიაშვილი (აკადემია), ირაკლი ბებია (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი).
მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...