18 წელი ვარდების რევოლუციიდან – თავისუფლებიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო

რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა. ჯაჭვი ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით მოქალაქეებმა გააკეთეს.

ადგილზე მიტანილი აქვთ წითელი ვარდები, საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

აქციის ორგანიზატორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. რუსთაველის გამზირზე ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეებმა ტელეფონის ფანრები აანთეს.

კომენტარები
იტვირთება...