18 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათიდან, 19 ნოემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ნაძალადევის და გლდანის რაიონებს

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი,, განცხადებას ავრცელებს.

,,ნაძალადევის რაიონში, მუხიანის ქუჩა N7-ის მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. ამ ეტაპზე დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.  

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალურ ქსელზე გადაუდებელ აღგენით სამუშაოებს ხვალ, 18 ნოემბერს ჩაატარებენ. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 18 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათიდან, 19 ნოემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ნაძალადევის რაიონში:

დადიანის ქუჩის ნაწილს, გურამიშვილის გამზირს, ღრმაღელეს, რკინიგზის და მიმდებარე ქუჩებს, სანზონის დასახლების კორპუსებს, თემქის მე-3 მ/რ-ს 1, 8, 9, 18-22-ე კორპუსებს და I კვარტალს, მე-4 მ/რ-ს და  IV,IX,X,Xა კვარტლებს, მე-11 მ/რ-ს I-IV კვარტლებს.

ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, ბენდელიანის, მირზაანის, ლოტკინის  მთის და მიმდებარე ქუჩებს. მუხრანის,  გლინკას და მიმდებარე ქუჩებს. 

მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის და ქებურიას ქუჩებს.

გლდანის რაიონში:
გლდანის  „ა“ მიკრორაიონს,  I – IV მიკრორაიონებს,  შეშელიძის ქუჩას,  გმირ კურსანტთა ქ. N20-ს, ვეკუას ქ. N10-ს, ხიზაბავრის ქ. N5-ს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით აწვდის. დეტალური  ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  www.gwp.ge– ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად