18 მარტიდან ქუთაისში მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2020 წლის 18 მარტიდან აიკრძალოს სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. საქალაქო ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა.

„ ახალი რეალობის შესაბამისად, გვიწევს მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. ცვლილებები შეეხო საქალაქო ტრანსპორტით მომსახურებასაც. ხვალიდან შეწყდება მიკროავტობუსების მოძრაობა და მხოლოდ ავტობუსები მოემსახურება მოქალაქეებს. ქალაქში არ გვექნება ისეთი მიმართულება და უბანი, სადაც ავტობუსი არ იმოძრავებს“- აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.
ახალი სვლაგეზების მიხედვით, განსაზღვრულია ავტობუსების რაოდენობა და მათი მოძრაობის ინტერვალები. ტრანსპორტის მოძრაობის ახალ სვლაგეზებს აქვე გთავაზობთ. გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში და ახალგაზრდობის გამზირზე კი იმოძრავებს სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად