18 ივლისიდან თბილისში “მანის” ახალი ავტობუსები დაემატება

18 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში, თბილისის საავტობუსო მარშუტზე, „მანის“ ახალი ავტობუსები დაემატება. არსებული სქემა მოიცავს და ფარავს თბილისის ყველა უბანს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ „აიპრესთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი დიღომში გზის რეაბილიატციის დასრულების შემდეგ „მანის“ავტობუსები დაიწყებს (№ 14 მარშრუტი : იდი დიღომი – მარშალ გელოვანის გამზირი – შარტავას ქ. – კოსტავას ქ. – რუსთაველის გამზირი – ბარათაშვილის ქ. (10 ერთეული); № 21 მარშრუტი: დიდი დიღომი – დიღმის მასივი – წერეთლის გამზირი – თამარ მეფის გამზირი – ვაკე – თამარაშვილის ქ. – ვაჟა ფშაველას გამზირი – თსუ-ის მაღლივი კორპუსი (11 ერთეული); №23 მარშრუტი: გლდანის დასახლება – სანზონა – ნახალოვკა – ჩიტაიას ქ. – ხეთაგუროვის ქ. – ბარათაშვილის ქ. (10 ერთეული) მოძრაობას.

"აიპრესი" გთავაზოთ სქემას, სადაც 18 ივლისიდან ერთი კვირის განმავლობაში ავტობუსები ეტაპოვრივად დაიწყენ მოძრაობას. 

№ 88 მარშრუტი: ნუცუბიძის მე-2-4 მ/რაიონი – ქავთარაძის ქ. – თამარაშვილის ქ. – ვაკე – რუსთაველის გამზირი – ბარათაშვილის ქ. (11 ერთეული)

№24 მარშრუტი: გლდანის დასახლება – დიღმის მასივი – მარშალგელოვანის გამზირი – ჟვანიას მოედანი – ვაჟა ფშაველას გამზირი – ქავთარაძის ქ. – თსუ-ის მაღლივი კორპუსი ( 11 ერთეული);

№ 33 მარშრუტი: გლდანის დასახლება – სანზონა – წერეთლის გამზირი – დავით აღმაშენებლის გამზირი – ვარდების მოედანი – რუსთაველის გამზირი – ბარათაშვილის ქ. (10 ერთეული);

№140 მარშრუტი: ბარათაშვილის ქ. – რუსთაველის გამზირი – ვაკე – თამარაშვილის ქ. – ვაჟა ფშაველას გამზირი – ქავთარაძის ქ. – პოლიტკოვსკაიას ქ.(11 ერთეული);

№150 მარშრუტი: ბარათაშვილის ქ. – რუსთაველის გამზირი – კოსტავას ქ. – საბურთალოს დასახლება – ვაჟა ფშაველას გამზირი – თსუ-ის მაღლივი კორპუსი (11 ერთეული).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად