18 წლის ფოთელ გოგოს კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს – ლუგარი ლაბორატორიის დასკვნა ჯერ უცნობია

18 წლის ფოთელ გოგონა ვირუსის სიმპტომებით ინფექციურ სავადმყოფოში მოათავსეს. როგორც „აიპრესთან“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, შიდა მოკვლვით გოგონას ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ლუგარის ლაბორატორიიდან ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიუღიათ. .

„ჩვენი ინფორმაციით და ჩვენი შიდა მოკვლევით, გოგონას კორონა ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება და 99%-ი გამორიცხულია. ისე ოფიციალური მონაცემები ლაბორატირიიდან ჯერ არ მიგვიღია, ტესტებს და ლაბორატირიულ კვლევებს თავისი დრო აქვს. სავარაუდოდ, საბოლოო პასუხი საღამოს გვეცოდინება“– განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ფოთის ჰოსპიტალს, იტალიიდან ჩამოსულმა 18 წლის გოგონამ მაღალი ტემპერატურით მიმართა. ის რეანომობილით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად