178 ინფიცირებული – დღიური ინფიცირების უფრო მცირე რაოდენობა იტალიაში ბოლოს 26 თებერვალს დაფიქსირდა

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 178 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 177-ით ნაკლები.

დღის განმავლობაში უფრო ნაკლები ინფიცირებული იტალიაში ბოლოს პანდემიის გავრცელების პირველ დღეებში, 26 თებერვალს დაფიქსირდა.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 233 197 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 60 კაცი გარდაიცვალა, 15-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 475 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 6 099 (გუშინ – 6 387), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 424-მდეა (გუშინ – 435) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა158 355-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 67,91%-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად