177 ინფიცირებული 24 საათში – უფრო მცირე რაოდენობა იტალიაში ბოლოს 26 თებერვალს იყო

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 177 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 144-ით ნაკლები.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 234 013 შემთხვევა.

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 88 კაცი გარდაიცვალა, 17-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 689 კაცი.

ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა 5 503 (გუშინ – 5 742), ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 338-მდეა (გუშინ – 353) შემცირებული.

განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა161 895-მდე, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 69,18%-ია.

შეგახსენებთ, 3 ივნისიდან, იტალიაში შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო და იტალიამ ევროკავშირის 26 ქვეყნის, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის და ნორვეგიისთვის გახსნა საზღვრები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად