1753 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ნიდერლანდებში ზედიზედ მესამედ დაფიქსირდა ანტირეკორდი

ნიდერლანდური საიტი allecijfers. nl განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ნიდერლანდებში 1753 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, რაც 211-ით მეტია გუშინ დამყარებულ ანტირეკორდზე. ნიდერლანდებში ბოლო სამ დღეში სამჯერ დაფიქსირდა ანტირეკორდი.

სულ, ნიდერლანდებში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან 88 073-ჯერ დაფიქსირდა კოვიდინფიცირება. ამ მაჩვენებლით 17 მლნ მოსახლეობიანმა ნიდერლანდებმა გუშინ 1,4 მლრ მოსახლეობიან ჩინეთს გადაასწრო დღეს კი შვედეთს და მსოფლიოში მე-39 ადგილზეა.

განვლილ 24 საათში ნიდერლანდებში კორონავირუსით 6 კაცი გარდაიცვალა, 4-ით მეტი. ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, კოპრონავირუსის გავრცელების დაწყების შემდეგ გარდაცვლილია 6 266 კაცი.

საიტ allecijfers. nl-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად განვლილ ორ დღეში კოვიდინფიცირებული 4674-დან ჰოსპიტალიზირებულია 53, ხოლო ბოლო ორ კვირაში კოვიდინფიცირებული 14 457-დან კი 151 კაცი.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა ნიდერლანდებში 91.1-ის, ხოლო გარდაცვალებულთა კი 0.18-ის ტოლია.

კოვიდინფიცირებულთა კუმულატიური რაოდენობა ევროპის მილიონზე მეტ მაცხოვრებლიან ქვეყნებიდან ნიდერლანდებთან შედარებით უფრო მაღალია ესპანეთში, საფრანგეთში, მოლდოვაში და ჩეხეთში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად