1713 კოვიდინფიცირებული 24 საათში – რუმინეთი ახალ ანტირეკორდს ამყარებს

რუმინეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფმა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

რუმინეთში, განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა 1 713 კაცს, 602-ით მეტს, ვიდრე გუშინ და 209-ით მეტს 13 აგვისტოს დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე.

სულ, რუმინეთში კოვიდინფიცირების 107 011 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რუმინეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 49 კაცი გარდაიცვალა, 2-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ და 1 სექტემბერს დაფიქსირებულ დღიურად გარდაცვლილთა მაქსიმალურ რაოდენობაზე 11-ით ნაკლები.

კორონავირუსით გარდაცვლილთა განაწილება ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ასეთია: 40-49 წლის – 3; 50-59 წლის – 4; 60-69 წლის – 16; 70-79 წლის – 15; 80 წელს ზემოთ – 11. 49 გარდაცვლილიდან 33 კაცია.

სულ, რუმინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 4 285 კაცი.

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში 2020 წლის 15 მაისს მიღებული კანონის მოთხოვნის დარღვევის გამო, განვლილ 24 საათში რუმინეთის უფლებამოსილმა პირებმა წვრილმანი სამართალდარღვებისთვის 435-ჯერ გამოიყენეს სხვადასხვა სანქცია. სულ, დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ 59601 რუმინული ლეი (~46 035 ლარი) შეადგინა, საშუალოდ 137 რუმინული ლეი (106 ლარი) ყოველ სანქციაზე. (შედარებისთვის: 27 აგვისტოს 732 კაცი 252 652 ლარით დაჯარიმდა https://ipress.ge/new/1504-kovidinphitsirebuli-24-saathshi-ruminethi-akhal-antirekords-amqharebs/)

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა რუმინეთში 89.1-ის, ხოლო გარდაცვალებულთა კი 2,94-ის ტოლია.

კოვიდინფიცირებულთა კუმულატიური რაოდენობა ევროპის მილიონზე მეტ მაცხოვრებლიან ქვეყნებიდან უფრო მაღალია ესპანეთში, საფრანგეთში. მოლდოვაში და ჩეხეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა კუმულატიური რაოდენობით კი რუმინეთი მხოლოდ მოლდოვას (3.35) ჩამორჩება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად