17 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავეს

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ისანი- სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული აგილ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ფონიჭალაში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ფონიჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ უსალ გ-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აგირ ქ. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ფონიჭალაში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...