17 ოქტომბერს ფარცხისი-მანგლისის გზის მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდება

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ27-ორბეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ8 მონაკვეთზე „ა.ი.პ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 17 ოქტომბერს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.” – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
იტვირთება...