17 დეკემბერს ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, 2019 წლის 16 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, დაგეგმილი იყო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ255 მონაკვეთზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდ. ჭიშურაზე არსებული ხიდიდან ბაღდათის კვანძზე გადატანა. თუმცა, გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, კომპანიამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული სამუშაოების ჩატარება. რის გამოც, სამუშაოები ჩატარდება 2019 წლის 17 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე.
დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო აგზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის და ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზების და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გავლით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად