17:00 საათის მონაცემებით მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 32.5%-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 32.5%-ია, რაც 14278 ამომრჩეველია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, 19 მაისს შუალედური არჩევნების პირველ ტურზე 17:00 საათის მონაცემებით, აქტივობა 26,6% იყო.

ცნობისთვის, 9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი.

.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...