163 კორონავირუსით გარდაცვლილი 24 საათში – ირანი კვირის განმავლობაში მეორედ ამყარებს ანტირეკორდს

ირანული სააგენტო “irna.ir” ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ სიმა სადათ ლარის მიერ პრეს-კონფერენციაზე კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკის შესახებ მოყვანილ მონაცემებს ავრცელებს.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, განვლილ 24 საათში, ირანში, კორონავირუსით 163 კაცი გარდაიცვალა და 2560 დაინფიცირდა.

ირანში, კორონავირუსი გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა, დღემდე 29 ივნისს დაფიქსირებული გარდაცვალების 162 შემთხვევა იყო.

სულ, ირანში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 240 438 ინფიცირების და 11 571 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა ამ დროისთვის არის 201 330 ანუ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 83,73%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად