16096 კოვიდინფიცირებული 24 საათში – საფრანგეთში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში 16096 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, გუშინდელზე 3024-ით და 20 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე 2598-ით მეტი.

ჩატარებულ ტესტებში დადებით შედეგების %-ული წილი წინა დღის 6,2%-დან გაზრდილია 6,5%-მდე. წინა კვირას დადებითი შედეგი ტესტების 5,4%-ში ფიქსირდებოდა. ასეთი სწრაფი მატება პანდემიის პროგრესირებაზე მიუთითებს.

უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზირებულია 4286 პაციენტი. მათგან 718 ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან მოთავსებულიები.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 52 კაცი.

სულ, საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან ამ დრომდე გამოვლენილია 497 237 კოვიდინფიცირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 31511 კაცი, მათგან 20940 სავადმყოფოებში გარდაიცვალა.

უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში საფრანგეთში 143290 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა. 100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა კუმულატიური რაოდენობით (219.4) საფრანგეთი ევროპაში მხოლოდ ესპანეთს და ჩეხეთს ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად