1600-მდე სკოლამდელი აღსაზრდელი ბათუმში საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა

მიმდინარე წელს 1600-მდე აღსაზრდელი საჯარო ბაღში ვერ მიიღეს. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ბოლო წლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოთხოვნა გაიზარდა, დაწესებულებები კი დამატებით კონტიგენტს ვერ იღებს.

აჭარის მთავრობაში გამოსავალს დამატებითი რესურსების მოძიებაში ხედავენ. უეტების განმარტებით საკითხზე ბათუმის მერიასთან ერთად უკვე მუშაობენ.

ქალაქის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 33 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს. ცენტრალურ ნაწილში მხოლოდ 6 მათგანია განთავსებული.
დღეის მონაცემებით, ზუსტი სტატისტიკა ბათუმის ბაღების გაერთიანებაში არ აქვთ.

საჯარო ბაღში 7979 ბავშვი დადის, 116 ადგილი კი გარეუბნებში ამ დრომდე თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად