16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მასწავლებლები სასამართლომ აღკვეთის გარეშე დატოვა

გურაჯაანის რაიონულმა სასამართლომ ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე, სკოლა ,,ალბიონი”-ს პედაგოგებს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუფარდა.

პროკურატურამ მასწავლებლებს ბრალი წარუდგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახედ 5000 ლარიანი გიარაოს შეფარდებას ითხოვდა,თუმცა მოსამართლე იოსებ აბრამიძემ პროკურატურის შუამდგომლიბა არ გაითვალისწინა, ორივე მასწავლებელი აღკვეთი ღონისძიება გარეშე დატოვა.

საქმის პროკურორი ოთარ სამუნაშვილი გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებას გეგმავს.

ცნობისთვის,შემთხვევა 2019 წლის მაისში მოხდა როდესაც სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით,ჩანჩქერზე ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მოზარდმა სოფიო ნიკოლეიშვილმა ჩანჩქერიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო და გარდაიცვალა.

საქმეზე ძიება გულგრილობის მუხლით მიმდინარეობს.

წინა სასამართლო სხდომა 24 აგვისტოს ჩაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად