16 წლის ჯული ალიოტი კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია ევროპაში

ოთხშაბათს, პარიზის ნეკერის ჰოსპიტალში, 16 წლის ჯული ალიოტი გარდაიცვალა.

ჯული ნეკერი ყველაზე ახალგაზრდაა ევროპაში მათ შორის, ვინც კორონავირუსმა იმსხვერპლა.

ჯულის დაინფიცირებამდე პათოლოგიები არ ჰქონია და ექიმები აღიარებენ, რომ ეს “ძალიან იშვიათი შემთხვევაა”,

ჯულის დედა საბინა ამბობს, რომ მას არანაირი პათოლოგია არ ჰქონდა ადრე. წინა სამშაბათს მცირე ხველა ჰქონდა, გამოსავლელ დღეებში უფრო ცუდად გახდა ,ორშაბათს ექიმთან წაიყვანეს და მან ჯული გასინჯა. დღის ბოლოსთვის ჯულის მდგომარეობა გაუარესდა და იგი პარიზში, ნეკერის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მესამე ტესტმა Covid-19-ზე დადებით შედეგი აჩვენა.

სასწრაფოდ დაწყებული ინტენსიური თერაპიის მიუხედავად, მისი მდგომარეობა უარესდებოდა და ექიმებმა დედას ჰოსპიტლის კაპელანთან დაკავშირება ურჩიეს. საბინამ მოახერხა დამშვიდობებოდა ჯულის გარდაცვალებამდე.

საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის მუშაკები აფრთხილებენ ახალგაზრდებს, რომ ყველამ, ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, უნდა გაითვალისწინოს ექსპერტთა რჩევები და თავი განსადელში არ ჩაიგდონ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად