16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დახურული პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 16 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

40 წლის მამაკაცს ბრალი 137-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს, თუმცა დაკავებული ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს

16 წლის გოგონა პოლიციამ დაზარალებულად უკვე ცნო და ადვოკატთან ერთად დამატებით გამოკითხა. არასრულწლოვანთან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგები მუშაობენ.

გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი ბავშვის ბიოლოგიური მამაა. მოზარდი და მისი ოჯახი კი ახალშობილზე უარს ამბობს. ბავშვი ამ დრომდე ლაგოდეხის არქიმდეს კლინიკაში მართვით სუნთქავზე იმყოფება.

ცნობოსათბის, შემთხვევა ლაგოდეხის ერთ- ერთ სოფელში მოხდა. ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, როდესაც სკოლაში გოგონაცუდად გახდა, მისი საავადმყოფოში მიყვანის შემდგე კი აღმოჩნდა რომ ორსულად იყო და მშობიარობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...