16 წლის ლარს მოცა, რომელიც 57 ზომა ფეხსაცმელს ატარებს, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

ლარს მოცას, რომელიც 57 ზომა ფეხსაცმელს ატარებს, ამ დღეებში გინესის რეკორდების წიგნის სპეციალური წარმომადგენელი ესტუმრა და ორი მოწმის თანდასწრებით რამდენჯერმე გაზომა ლარსის ფეხის ტერფი.

აღმოჩნდა, რომ ლარს მოცას მარცხენა ფეხის ტერფის სიგრძე 35,05 სმ-ია, ხოლო მარჯვენა ფეხის ტერფის სიგრძე – 34,98 სმ.

ლარს მოცა 57 ზომა ფეხსაცმელს ვერსად ყიდოლობს, ხოლო შეკვეთის შედეგად შეკერილში 1200-1800 ევროს ფარგლებში იხდის. ფეხის დიდი ზომა მას სხვა უხერხულობებსაც უქმნის. მაგალითად, ძალიან პრობლემურია მის მიერ მართვის მოწმობის აღება. ლარსი იხსენებს ციურიხის აეროპორტს, სადაც მას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოთხოვეს გაეხადა ფეხზე, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ დიდი ზომის ფეხაცმელს იგი სამალავად არ იყენებდა.

აღსანიშნავია, რომ ლარსის მამა 50 ზომა ფეხსაცმელს ატარებს, დედა – 43 ზომას, ხოლო უფროსი და კი – 42 ზომას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად