16 დაღუპული და 119 დაშავებული – ტერაქტი ავღანეთში

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 119 დაშავდა. ინფორმაციას ტელეარხი Tolo News-ი ქვეყნის შინაგან სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაშავებულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია. აფეთქება Green Village-ს რაიონში მოხდა, სადაც უცხოელი სპეციალისტები ცხოვრობენ, რომლებიც ავღანეთში მუშაობენ.

ავღანეთის შს სამინისტოს პრეს-მდივნის ნუსტრატ რაჰიმის განცხადებით, აფეთქება მინიმუმ ხუთმა ადამიანმა განახორციელა, რომელთა ლიკვიდაცია სპეცრაზმა განახორციელა.

პოლიციამ მინიმუმ 400 უცხოელი გადაარჩინა, რომლებიც აღნიშნულ რაიონში ცხოვრობენ. ტელეარხის ცნობით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე ქალაქებშიც ისმოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “თალიბანმა” აიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...