1592 კოვიდინფიცირებული 24 საათში – უკრაინაში რეკორდული რაოდენობის ინფიცირებული გამოვლინდა

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში 1 592 ინფიცირებული გამოვლინდა, წინა დღესთან შედარებით 159-ით და 8 აგვისტოს რეკორდულ მაჩვენებელზე 103-ით მეტი.

განვლილი 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით 22 კაცი გარდაიცვალა, 3-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

სულ კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილია 1 992 და დაინფიცირებულია 86 140 კაცი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით უკრაინამ ჩინეთს გადაასწრო და მსოფლიოში 31-ე ადგილზეა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით უკრაინა 34-ე ადგილს იკავებს. მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით უკრაინა ინფიცირებულთა რაოდენობით (1935) მსოფლიოში 88-ე ადგილს იკავებს, ხოლო მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით (45) მსოფლიოში 80-ე ადგილზეა.უკრაინაში ივლისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 44 334-დან 69 884-მდე, 25 550-ით ანუ 58%-ით გაიზარდა, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 159-დან 1 693-მდე, 534-ით ანუ 46%-ით გაიზარდა.

უკრაინაში, ივლისში დღეში საშუალოდ 824 ინფიცირება და 17 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი 13 დღის საშუალო კი 1 250 ინფიცირება და 23 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად