1587 ინფიცირებული 24 საათში – პოლონეთში მკვეთრად მოიმატა კოვიდინფიცირების დღიური შემთხვევების რაოდენობამ

პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში კოვიდინფიცირების 1587 შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინდელ, რეკორდულ რაოდენობაზე 453-ით მეტი.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 23 კაცი გარდაიცვალა,

სულ, პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 84396 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 2 392 კაცი.

ბოლო ორი კვირის კოვიდინფიცირების შემთხვევების კუმულატიური რაოდენობის მხრივ პოლონეთი ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. დღეისათვის იგი კვლავ რჩება ასეთად, თუმცა ამჯერად ინფიცირებულთა კუმულატიური რაოდენობა უკვე 30 -ის ტოლია.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისვის დადგენილი ნორმები მიხედვით მწვანე ზონის ქვეყნებში 2 კვირის განმავლობაში ჯამურად 100000 მოსახლეზე 50 შემთხვევაზე ნაკლები უნდა ფიქსირდებოდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად