153 გარდაცვლილი და 2691 ინფიცირებული 24 საათში – ირანში კორონავირუსით გარდაცვალების და ინფიცირების შემთხვევები მატულობს

ირანული სააგენტო “irna.ir” ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე სიმა სადათ ლარის მიერ პრეს-კონფერენციაზე კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკის შესახებ მოყვანილ მონაცემებს ავრცელებს.

ირანში, განვლილ 24 საათში, 2691 კაცი დაინფიცირდა კორონავირუსით, გუშინდელთან შედარებით 54-ით მეტი.

სულ, ირანში, 19 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 248 379 კაცს.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 153 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელ რეკორდულ მაჩვენებელზე 47-ით ნაკლები.

სულ, ირანში, 19 თებერვლიდან დღემდე 12 084 კაცია გარდაცვლილი კორონავირუსით.

ირანში, ოფიციალურად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევიდან 41 დღის შემდეგ, 30 მარტს, დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის პიკური შედეგი დაფიქსირდა – 3186. თითქმის ყოველდღიური კლების შემდეგ, დღიურად ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 2 მაისს 802-მდე შემცირდა, თუმცა მომდევნო პერიოდში, ეკონომიკის სწრაფად აღდგენის მიზნით მთავრობის მიერ საკარანტინე ზომების, როგორც აღმოჩნდა, ნაჩქარევი შემსუბუქების შედეგად, ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ სწრაფად იწყო გაუარესება.

ირანში, 28 მაისიდან დღემდე, დღიური შემთხვევების რაოდენობა მუდმივად ფიქსირდებოდა 2000-ზე ზემოთ და 4 ივნისს ახალი რეკორდი დამყარდა – 3 574 ინფიცირებული/დღეში.

ირანში, 25 მაისს, კორონავირუსით დღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა 158-დან 34-მდე შემცირდა. 26 მაისიდან დაწყებული მატების შემდეგ კი გუშინ ახალი რეკორდი დამყარდა – 200 გარდაცვალებული დღის განმავლობაში.

ირანში, 19 ივნისის შემდეგ, კორონავირუსით დღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა მუდმივად არის 100-ზე მეტი.

ინფიციერების შემთხვევების აბსოლუტური რაოდენობით ირანი მსოფლიოში მე-10, კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობით კი მე-9 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად